logo
ENG



"რიჟვაძის დავალებით, ბუშტი არის კრიმინალი" - ბათუმში აქციაზე 4 ადამიანი დააკავეს

01 დეკ 202012:50
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე 4 ადამიანი დააკავეს. 

პროტესტი აჭარის მთავრობის სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა. 

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შეკრებილებმა ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს წარწერით "თორნიკე - მონა", "თორნიკე, ჩამოდი ხალხთან". 

"თორნიკე რიჟვაძის დავალებით ბუშტი არის კრიმინალი", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

"თორნიკე რიჟვაძე არის რუსი ოლიგარქის ყმა, მონა", - ამბობს სხვა დემონსტრანტი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, 3 მოქალაქე იმის გამო დააკავეს, რომ ისინი არ დაემორჩილნენ მოწოდებას დისტანციის დაცვის შესახებ. 

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია უკვე 23 დღეა, მიმდინარეობს. დემონსტრანტები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. 

დღეს მათ მთავრობის სახლთან კაფეც გახსნეს, შეზღუდვების დაუმორჩილებლობის ნიშნად - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კაფე-ბარების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია. 


close დახურვა